ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა | საქართველოს ამბები | ||
ხვალ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უკვე მეორედ გამოვა. აღსანიშნავია, რომ ეს არის უპრეცდენტო შემთხვევა, რადგან მანამდე ევროკავშირის არცერთი არაწევრი ქვეყნის ლიდერისთვის, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა ორჯერ არ შეუთავაზებიათ. მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში 2006 წელს უკვე იმყოფებოდა. მანამდე ასეთი პატივი მხოლოდ ტიბეტის სულიერ ლიდერ დალაი ლამას ხვდა წილად. ევროპარალმენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყნის დეოკუპაციასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე ისაუბრებს. დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკთან. შეხვედრის შემდეგ კი გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით, პრეზიდენტის ეს გამოსვლა მეტად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისათვის. ევროპარლამენტი ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა ევროპის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, ყოველი სახელმწიფოსა და მისი ლიდერისათვის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლა დიდი პატივია. საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ლისაბონიდან, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, გაემგზავრა. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_440.html
| |||
განათავსა - teo- | 22 ნოემ. 2010, 15:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.