კალანდაძე: ჩვენი თვითმიზანი არაა ნატოში შესვლა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებას საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. როგორც კალანდაძემ განაცხადა, ალიანსის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო უსაფრთხოება წარმოადგენს და, ბუნებრივია, ალიანსის წევრებს სურთ, რომ ნატოში შესვლის გზაზე მყოფ ქვეყნებს არ ჰქონდეთ ტერიტორიული პრობლემები. „თუმცა ეს უცვლელი პრინციპი არაა. ალიანსს ისეთი შემთხვევები ჰქონია, როდესაც ალიანსის წევრები ამ ტიპის პრობლემების მქონე ქვეყნები ხდებოდნენ“, - განაცხადა კალანდაძემ. მისი სიტყვებით, მოცემულ ეტაპზე საქართველოს თვითმიზანი არა ალიანსში შესვლაა, არამედ „ქვეყნის დემოკრატიზაცია და ქვეყნის განვითარების კურსის შენარჩუნება, რომელიც ძალიან სწორად ვითარდება“, - განაცხადა კალანდაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_437.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2010, 11:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.