ბათუმში ასტრონომიული საათი დაიდგმება | საქართველოს ამბები | ||
ბათუმში აბაშიძის ქუჩაზე ეროვნული ბანკის ყოფილი ფილიალის კოშკში უიშვიათესი ასტრონომიული საათი დაიდგმება. ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საათის მონტაჟზე 1 700 000 ლარი გამოიყო. თუმცაღა, ამას მხოლოდ საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ ეს ხარჯები უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნული თანხის გამოყენება სოციალური პროგრამებისათვის მოითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია ტვ-25 იტყობინება. უმრავლესობის განცხადებით, ასტრონომიული საათი უნიკალურია და მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე მათგანი არსებობს. მათ გერმანიაში ამზადებენ. მმართველი პარტიის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბათუმში ასეთი საათის არსებობა ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისათვის. ტვ-25-ის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა პროექტით, თუმცა მერიაში კონკრეტული ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა. ბათუმის საკრებულომ სხდომაზე ათი საკითხი განიხილა. კერძოდ, 440 ათასი ლარი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის რესტავრაციას, ხოლო 200 ათასი ლარი მდ. ჭოროხზე საქვეითო ხიდის მშენებლობას გამოეყო. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2011 წელს ბათუმში პლაჟის ფრენბურთის მე-7 ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ამას გარდა, მე-11 საქალაქო სკოლას აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_436.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2010, 11:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.