კახეთში ტყის განაშენიანების მასშტაბური აქცია გაიმართა | საქართველოს ამბები | ||
კახეთში ტყის განაშენიანების მასშტაბური აქცია გაიმართა. ამ მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე კახეთის რეგიონს ესტუმრა. როგორც რადიო "ჰერეთი"იუწყება, სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საგარეჯოს რაიონში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე 1000 -მდე ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგო. განაშენიანების აქციაში მხარის გუბერნატორთან, ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. "აქცია ტყეების აღდგენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლის ფარგლებშიც, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ერთი თვის განმავლობაში 6000 ხე დაირგვება", - განაცხადა სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძემ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_434.html
| |||
განათავსა - Legatuss | 22 ნოემ. 2010, 11:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.