ხევსურეთში ცეცხლი 300-400 ჰექტარზეა გავრცელებული | საქართველოს ამბები | ||
ხევსურეთში გავრცელებელი ცეცხლი 300-400 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ხევსურეთში დღეიდან გაგრძელდება. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მწყემსების დაუდევრობა სახელდება. ხანძარია ფშავ-ხევსურეთსა და ფშავშიც. ცეცხლი სოფლებში ზემო კაწრნეხისა და ბუხნიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული. კიდევ ერთ სოფელ მიგრიაულთაში ხანძარი ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებს რთულად მისადგომი ადგილებიც ართულებს. ცეცხლი ალპურ ზონაშია გავრცელებული, რის გამოც სახანძრო მანქანები ადგილზე მუშაობას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცეცხლი ძირითადად ფოთოლს უკიდია და სოფლებში ცეცხლის გადასვლა არ ივარაუდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_432.html
| |||
განათავსა - Legatuss | 22 ნოემ. 2010, 11:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.