საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის | საქართველოს ამბები | ||
ლისაბონის სამიტის ფარგლებში ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს კიდევ ზრდის. საქართველომ ალიანსს ავღანეთში 20 ინსტრუქტორის გაგზავნა შესთავაზა. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს ქართველ სამხედრო ინსტრუქტორებს, რომლებიც წავლენ როგორც ინსტრუქტორები, გაწვრთიან ცალკეული პროფესიის მიხედვით ავღანელ სამხედროებს, შეიძლება იყოს სახმელეთო კომპონენტი, შეიძლება იყოს საავიაციოც, ეხლა ზოგადად არის ასეთი წინადადება, რომ ჭირდებათ ამ სახის დახმარება,” _ განმარტავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე არაწევრი ქვეყნების ლიდერებს მათი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. “დღეიდან ჩვენ ავღანეთის მისიის ახალ ფაზაზე გადავდივართ. ამიერიდან ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მთავარ როლს უკვე ქვეყნის მთავრობა შეასრულებს... ეს არის შეხედულება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ყარზაიც იზიარებს და რომელიც მომავალი წლიდან რეალობა გახდება. ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას გავაგრძელებთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სტრატეგიული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ეს წარმატება იმავეს ნიშნავს, რასაც ავღანელი ხალხისათვის... თუ ავღანეთის მტრები ელოდებიან თუ როდის დავტოვებთ ქვეყანას, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ავღანეთში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენი დროც ჩვენი მუშაობის დასრულებას დასჭირდება”, - განაცხადა რასმუსენმა. შეხვედრაზე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_427.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 ნოემ. 2010, 17:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.