ბარაკ ობამამა და დიმიტრი მედვედევმა შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ნატოს სამიტზე ლისაბონში შეხვედრისას საქართველოს საკითხზე ისაუბრეს, - ამის შესახებ "რია ნოვისტი იუწყება". "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა და სთხოვა, მისი ვინაობა არ დაესახელებენია. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაც განიხილეს. "რია ნოვოსტის" მტკიცებით, ობამას აზრით, სამიტი არა მხოლოდ თანამშრომლობზე, არამედ უთანხმოებებზე მოსალაპარაკებლადაც იმართება. ანონიმური წყაროს ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან დაგეგმილი შეხვედრის გამო ბარაქ ობამას ნატო-რუსეთის საბჭოს ადრე დატოვება მოუხდა, მან დიმიტრი მედვედევთან "ერთი ერთზე" შეხვედრის ორგანიზება ითხოვა. "აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა იმსჯელეს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზეც, რომლის განხილვასაც ამერიკელი სენატორები მუდმივად აგდებენ. პრეზიდენტი მედვედევი დარწმუნებულია, რომ ობამა თანდათან თავისას მიაღწევს. მათ ამ თემაზე ძალიან თბილი საუბარი ჰქონდათ", - აღნიშნა ობამას ადმინისტრაციის ანონიმურმა თანამშრომელმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_426.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 ნოემ. 2010, 17:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.