საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. პოსტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ტოვებენ. როგორც პრემიერის პრესსპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იაკობაშვილი დიპლომატიურ სამსახურში გადადის და პრეზიდენტი მის კანდიდატურას აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მოიაზრებს, ტყეშელაშვილი კი, გილაურის ბრძანებულების საფუძველზე, ქვეყნის ვიცე-პრემიერი ხდება. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას, მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია დაიკავებს, რომელიც აღნიშნულის პარალელურად, კიდევ ერთ თანამდებობას შეითავსებს. ის უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველიც იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამინდელი ელჩი ბათუ ქუთელია კი, საქართველოში გამოწვევის შემდეგ მუშაობას ისევ სახელმწიფო სამსახურში - უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მოადგილედ გააგრძელებს. წინასწარი ინფორმაციით, იაკობაშვილი, ტყეშელაშვილი, ბოკერია და ქუთელია ახალ თანამდებობებზე მუშაობას, მომავალი კვირიდან შეუდგებიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_423.html
| |||
განათავსა - Legatuss | 20 ნოემ. 2010, 11:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.