მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ მედვედევს შეხვდე | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევს "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე" შეხვდეს. "ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ყოველგავრი წინაპირობების გარეშე, შევხვდეთ და ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე გავესაუბრებოდი პრეზიდენტ მედვედევს მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან მოქნილი პოლიტიკა გვაქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "BBჩ"-სთან საუბარში. ამასთან, საქართველოს პირველი პირის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად მას რუსები ემალებიან. "ისინი გვემალებიან, მიუხედვაად იმისა, რომ თავად არიან ოკუპანტები და ეთნიკური წმენდა მოაწყვეს", - დასძინა მან. გარდა ამისა, სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვის დამოუკიდებულება უფრო ცივილური გახდება და ის მეზობლებთან საუბარს ისწავლის. "იმედია, მოსკოვის დამოკიდებულება უფრო ცივილური გახდება. ჩვენ ახალი ურთიერთობების მომხრე ვართ ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. თქვენ იცით, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია. ჩვენ ნახევარიმილიონი იძულებით გადაადგილებული გვყავს და ეს 5-მილიონიანი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. სწორედ ესაა ჩვენი წუხილის მიზეზი, თუმცა იმედია გვაქვს, რომ ოდესმე დადგება დრო, როცა რუსეთი თავის მეზობლებს ცივილურად მოექცევა. მას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთელ რიგ ქვეყნებთან აქვს პრობლემები. ვფიქრობ, ეს გადატვირთვის პოლიტიკაზეც აისახება", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_421.html
| |||
განათავსა - Legatuss | 20 ნოემ. 2010, 10:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.