აშშ და ევროკავშირი გაზრდის ევროპაში გაზის მიწოდებას | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ და ევროკავშირი აპირებს, ახალი გზების გამოძებნით, ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდას , ახლო აღმოსავლეთისა და კასპიისპირა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოების საფუძველზე, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აშშ-ევროკავშირის ენერგეტიკის სხდომაზე. ,,მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ერთი წლის წინ, შესამჩნევ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მოვძებნოთ ევროპისათის გაზის მიწოდების ახალი წყაროები, ახლო აღმოსავლეთისა და კასპიისპირა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით, აზერბაიჯანის ჩათვლით. ევროპას გაზით უზრუნველოყოფა მოხდება გაზსადენის საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გავლით. სამხრეთ კორიდორი მიაწვდის ევროპას დამატებით გაზს და უზრუნველყოფს მის ენერგო უსაფრთხოებას", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. კლინტონის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შეუძლია გახდნენ მსოფლიო ლიდერები უახლოესი ტექნოლოგიების სფეროში, რომლებიც უსაფრთხოა გარემოსთვის, ხოლო მათი საბჭო კი იდეალურ ადგილად, სადაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების წარმოება ენერგო ბაზრების მოდერნიზაციისა და ეკონომიკური კრიზის წინააღმდეგ ენერგო ეფექტურობის მაქსიმალური ურუნველყოფის გზით ბრძოლის თობაზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_420.html
| |||
განათავსა - Legatuss | 20 ნოემ. 2010, 09:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.