ნატო გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან | მსოფლიოს ამბები | ||
ნატო გააგრძელებს და განავითარებს თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. ამის შესახებ აღნიშვნა გაკეთებულია ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში. ეს თანამშრომლობა უნდა განვითარდეს ,,საქართველო-ნატოსა და უკრაინა-ნატოს კომისიის ფორმატში". ნატო პირდაპირ არაფერს ამბობს ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა აღნიშნავს რომ თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველი უნდა იყოს ,,2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება ბუქარესტში, ევროატლანტიკური მისწრაფება და თითოეული ამ ქვეყნის ორიენტაცია". შეგახსენებთ, რომ ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება - ,,საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრი ქვეყნები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ გაწევრიანების პირობებს". წყარო - Trend
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_418.html
| |||
განათავსა - Legatuss | 20 ნოემ. 2010, 09:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.