საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. შეხვედრისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. ჰერმან ვან რომპეიმ ყურადღება იმ პროგრესზეც გაამახვილა, რომელსაც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული წევრობის შეთანხმების მხრივ მიაღწია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც განაგრძობს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში და ის კონკრეტული ღონისძიებები დაასახელა, რომლებიც ამ მიზნით განხორციელდება. წყარო - president.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_409.html
| |||
განათავსა - teo- | 19 ნოემ. 2010, 14:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.