ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების წარმოებას იწყებს | საქართველოს ამბები | ||
ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან საჯარო და ინკლუზიურ, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს. ამის შესახებ «GHN»წერს. ეს მიმართულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციაციის შესახებ არსებული შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია. "მოლაპარაკებები ვაჭრობისა და ეკონომიკის ფართო სპექტრს შეეხება, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცის პროცესზე. ევროკავშირის გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განპირობებული იქნა იმით, რომ საქართველომ აუცილებელი რეფორმებსა და პირობებში წარმატებას მიაღწია,"-აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ვაჭრობის ევროკომისარის კარელა დე გუხტას განცხადების თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის ინკლუზიური ზონა საქართველოსათვის შესაძლებელია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და მას შესაძლებლობას მისცეს ევროკავშირის შიდა ბაზრით ისარგებლოს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4073.html
| |||
განათავსა - consul | 05 დეკ. 2011, 22:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.