გიგი უგულავას მანქანა აუქციონზე იყიდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მანქანა აუქცონზე იყიდება. მისი საწყისი ღირებულება 48 999 ლარს შეადგენს. აუქციონზე გამოტანილია სხვა მაღალჩინოსანთაAმანქანანებიც. აუქციონზე გამოტანილი ავტომობილების ფასები 8000 ლარიდან იწყება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონი დანერგა, რომლის დროსაც ონლაინ რეჟიმში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზება იქნება შესაძლებელი. აუქციონზე გამოტანილი ავტომობილების სანახავად გიგი უგულავაც მოვიდა. მისი განცხადებით, მთავრობის ყველა უწყებამ უნდა დაიწყოს ხარჯების შემცირება და ეს სწორედ მერიდიან იწყება. "ქამრების შემოჭერის პრინციპი გრძელდება და სწორედ ამ მოტივით, მერიის მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირთა კუთვნილი ავტომობილები ინტერნეტ-აუქციონზე გავიტანეთ", - განაცხადა უგულავამ ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ქონების მართვის საიტზე დარეგისტრირების შემდეგ. საიტის მისამართია:www.eauction.ge. აუქციონი ჩატარდება 6 დეკემბერს, საბუთების მიღება გაგრძელდება 3 დეკემბრამდე. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_405.html
| |||
განათავსა - teo- | 19 ნოემ. 2010, 11:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.