კანადაში საქართველოს წარმომადგენლობა იხსნება | საქართველოს ამბები | ||
19 ნოემბერს ოტავაში გაიხსნება საქართველოს საელჩო კანადაში. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე საქართველოს კანადაში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰქონია და ქვეყანას ფარავდა საქართველოს ელჩი აშშ-ში, რაც არ იყო ეფექტური. როგორც კალანდაძემ განაცხადა, საელჩოს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისათვის კანადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია გაემგზავრება. ასევე დაგეგმილია ქართული მხარის შეხვედრა სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_404.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ნოემ. 2010, 09:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.