სამი ქართველი ემიგრანტი საქართველოში ინვესტიციებს დააბანდებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
პროგრამა „საქართველოში დაბრუნების“ დაწყებიდან 8 თვეში ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას საზღვარგარეთ მცხოვრები სამი ქართველი ბიზნესმენი გეგმავს. მოცემულ ეტაპზე დიასპორის საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინვესტორთა სახელებსა და დაბანდებათა მოცულობას არ ასახელებს, მაგრამ უკვე ცნობილია სფეროები, რომლებითაც დაინტერესდნენ ემიგრანტები. ეს გახლავთ ფარმაცევტული ბიზნესი, ვაჭრობა და ლითონის გადამუშავება. ერთ-ერთი ინვესტორი თავისი საქმიანობის დაწყებას ფოთის ინდუსტრიულ ზონაში გეგმავს. მინისტრის მოადგილის ნიკა ავალიანის თქმით, მოცემულ ბიზნესმენთან მიერ ინვესტიციების განხორციელება უკვე გადაწყვეტილი საკითხია, თუმცა უფრო კონკრეტული დეტალები თებერვლისთვის იქნება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავრობამ ემიგრანტ-ბიზნესმენებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარების თხოვნით მიმართა. ამ მიზნით შემუშავდა პროგრამა „საქართველოში დაბრუნება“. ამ პროგრამის წყალობით ხელისუფლებები 500-600 მლნ დოლარის მოზიდვას გეგმავენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_401.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2010, 19:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.