სააკაშვილმა ევროპარლამენტისაგან განსაკუთრებული მოწვევა მიიღო | საქართველოს ამბები | ||
ევროპარლამენტის განსაკუთრებული მოწვევით 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტსა და ევროგაერთიანებას სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი. ევროპარლამენტში გამოსვლის გარდა დაგეგმილია სააკაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ეჟი ბუზეკთან, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მოეწყობა. „ეს ის ერთ-ერთი უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მეთაურს ევროპარლამენტთან მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. მიხეილ სააკაშვილს ასეთი შესაძლებლობა უკვე მეორეჯერ ეძლევა“, - ნათქვამია შეტყობინებაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_396.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2010, 10:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.