ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ მაუწყებლობას წყვეტს | საქართველოს ამბები | ||
ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ მაუწყებლობას წყვეტს. ინფორმაციას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ავრცელებს. „ტელეკომპანია იძულებულია 1 დეკემბრიდან ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა შეწყვიტოს. ამის მიზეზი გახდა „ტელეცენტრის“ მოთხოვნით აღმასრულებლის მიერ კომპანიის ანგარიშის დაყადაღება დავალიანების ამოღების მიზნით. კომპანიის დავალიანება „ტელეცენტრის“ მიმართ 2008 წლის ომის შემდეგ დაგროვდა და მოიცავს როგორც ჯარიმის დარიცხვებს, ისე ომის დღეებში თითქოს-და გაწეული მომსახურებების ღირებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემები გორსა და რამდენიმე სხვა ობიექტზე დარღვეული იყო და მაუწყებლობა არ ხორციელდებოდა. დღეისათვის ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლებს დავალიანების სრულ დაფარვას ვერ უზრუნველყოფს, საბანკო ანგარიშის დაყადაღება კი კომპანიის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის“, - ნათქვამია განცხადებაში. ტელეკომპანია „პირველი სტერეო“ (პირველი 24-საათიანი სტერეოფონური მაუწყებლობა) ეთერში 1997 წლის სექტემბრიდან გადის. ამჟამად ტელეკომპანიის ეთერში მხოლოდ სარეკლამო რგოლები გადის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3959.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 3 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.