საქართველოში ჩაის გაძვირებაა მოსალოდნელი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მსოფლიო ბაზარზე ყავის გაძვირების შემდეგ ფასები ჩაიზეც აიწია, რამაც შესაძლოა საქართველოშიც გამოიწვიოს ამ პროდუქტის გაძვირება. როგორც კომპანია „ჩაიმანიაში“ აცხადებენ, მომწოდებლებმა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ გაზარდეს ფასები 3%-ით, მაგრამ თვითონ კომპანია, ითვალისწინებს რა მომხმარებელთა ინტერესებს, ჯერჯერობით ფასებს უწინდელ დონეზე ინარჩუნებს. მაგრამ თუ მომწოდებლები ფასებს ისევ გაზრდიან, ქართულ ბაზარზე ჩაის გაძვირება გარდაუვალი გახდება. „ჩაიმანია“ მომხმარებლებს როგორც იმპორტულ, ისე მშობლიური წარმოების ჩაის სთავაზობს. ქართული ჩაის ღირებულება 30 გრამზე 2.95-დან 13.5 ლარამდე მერყეობს. მომავალში მენეჯმენტი მაღალი ხარისხის ინდური ჩაის შეძენას გეგმავს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. კომპანიაში ამბობენ, რომ ინდური ჩაი 20-დან 30 ლარამდე ღირს და ქართულ ბაზარზე ასეთი ძვირი პროდუქტის რეალიზაცია ჯერჯერობით რთული იქნება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_393.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2010, 16:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.