ნატო ემზადება ვირტუალური ომისთვის | მსოფლიოს ამბები | ||
ნატო გეგმავს თავის ახალ სტრატეგიულ კონცეპციაში შეიტანოს საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იქნება ჰაკერების მხრიდან თავდასხმაზე რომელიმე წევრი ქვეყნის კომპიუტერულ ქსელზე. ამის შესახებ იტყობინება გერმანული სააგენტო ,,ДАПД " თავდაცვის სფეროს ექსპერტებზე დაყრდნობით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ,,21-ე საუკუნის ბრძოლის ველი იქნება ვირტუალური", ამიტომ 19-20 ნოემბერს ლისაბონის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება კიბერტერორიზმი. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსს უნდა ჰქონდეს საშუალება მოიგერიოს როგორც ჩვეულებრივი სამხედრო თავდასხმა, აგრეთვე კიბერ შეტევები. სააგენტოს განცხადებით ნატოს შტაბ-ბინაში კიბერტერორიზმი შეფასებულია როგორც ,,სტრატეგიული საფრთხე", რომელიც მოქმედებაში მოიყვანს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 შეთანხმებას. იგი ითვალისწინებს ნებისმიერი სახის აგრესიის მოგერიებას, რომელიც დაემუქრება მის წევრ რომელიმე ქვეყანას. ამასთან პარტნიორები მზად არიან ამ აგრესიას უპასუხონ ნებისმიერი სახით, თვით სამხედრო ძალის გამოყენებითაც. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_392.html
| |||
განათავსა - Legatuss | 17 ნოემ. 2010, 15:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.