საქართველოს კონტროლის პალატა სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
კონტროლის პალატა მთავრობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს. 6 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით პალატა სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წლის პირველ ნახევარში თვეების მიხედვით მიღებული შემოსავლის საშუალო მოცულობა 419.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო წლიური გეგმა 5 მლრდ 412 მლნ ლარის ტოლია. მოცულობა თანხისა, რომელიც მეორე ნახევარში უნდა იქნეს მიღებული, 2 მლრდ 895 მლნ ლარია. ეს კი ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, ყოველ თვეში ბიუჯეტი, სულ ცოტა, 482 მლნ ლარით უნდა ივსებოდეს, რაც 63 მილიონით აღემატება იანვარი-ივნისის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, მოცემული გარემოება წლიური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული პარამეტრების შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს. პალატის გაანგარიშებების თანახმად, ეს რეალურად ხდის გასული წლების პრაქტიკის გამეორებას, როდესაც ადგილი ჰქონდა წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე კანონით დადგენილი პარამეტრების კორექტირებას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_385.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2010, 10:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.