თბილისი ელოდება ოფიციალურ პასუხს მალაიზიის მხრიდან | საქართველოს ამბები | ||
თბილისი ელოდება ოფიციალურ პასუხს მალაიზიის მხრიდან ამ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით. თბილისი დღეს ელოდებათ კონკრეტულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც დაკავებულია მალაიზიაში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით. "დღეს ჩვენ ველოდებით ოფიციალური პასუხს ქართველ მოქალაქეთა დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავაყენეთ საკითხი ჩვენი მოქალაქეების დაკავების სრული ინფორმაციის მიღების შესახებ . ჩვენ გვჭირდება მალაიზიის მხარის ოფიციალური პოზიცია ", - თქვა საქართველოს ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ. შეგახსენებთ ოქტომბრის ბოლოს მალაიზიის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, ორი ქალბატონი ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით , მალაიზიის კანონების თანახმად , დაკავებულ პირებს ემუქრებათ სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_38.html
| |||
განათავსა - admin | 02 ნოემ. 2010, 17:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.