მიხეილ სააკაშვილი ნატოს ლისაბონის სამიტზე უახლოეს დღეებში გაემგზავრება | საქართველოს ამბები | ||
ნატოს ლისაბონის სამიტზე ქართული დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უახლოეს დღეებში გაემგზავრება. ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგულებას და იმას, რომ საქართველო ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე წარმატებით მიიწევს წინ. როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურების უმაღლესი დონის შეხვედრებში. "შემიძლია დავადასტურო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ ქემერონთან, ასევე გაიმართება მოლაპარაკებები თურქეთის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და ავსტრალიის პრემიერებთან. წყარო - internet.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_370.html
| |||
განათავსა - teo- | 16 ნოემ. 2010, 11:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.