ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდის თემაზე პრეზენტაცია გაიმართა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ინიციატივით, სასტურმო "რედისონში" გაიმართა პროექტის - "საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა" პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებული იყო BP-ისა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების BTC CO, SCP CO, ბანკის HSBC მიერ და რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა (EPF). საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, პროექტი "საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა" რეგიონალური ტურიზმის განვითარებისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "საქართვე,ლოს ტურისტული ასოციაცის პრიორიტეტი დაარსების დღიდან არის ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას დაცულ ტერიტორიებზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ. ცნობისათვის: საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად დაასრულა ზემოხსენებული პროექტი, რომელშიც განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ჰელიოსისტემები თუშეთის საოჯახო სასტუმროებისთვის, ტრეინინგები საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისთვის, საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟება, ახალგაზრდა რეინჯერთა ბანაკების ორგანიზება და ბეჭდური მასალის დამზადება. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_364.html
| |||
განათავსა - teo- | 15 ნოემ. 2010, 20:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.