სვანეთში ზამთრის საკურორტო სეზონი მომავალი წლის იანვარში გაიხსნება | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
„როგორც ცნობილია, სვანეთში დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. შენდება აეროპორტი, რომელიც ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა, ასევე შენდება სათხილამურო ტრასები და საბაგირო გზები. თავის მხრივ, ჩვენ სვანეთში ტურისტებისათვის სამედიცინო პუნქტსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ვხსნით. გამომდინარე აქედან, იანვრამდე სეზონის გახსნა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება, თუმცა ოფიციალურ პრეზენტაციას დეკემბრის შუა რიცხვებში მოვაწყობთ“, - განაცხადა სიდამონიძემ. მიმდინარე წელს საქართველოში ზამთრის საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნა დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სეზონის განმავლობაში ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში 150 ათას უცხოელ და 30 ათასამდე ადგილობრივ ტურისტს ელიან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_360.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2010, 14:21 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.