ეკონომიკის სამინისტრო „საქსტატის“ შენობას ყიდის | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
როგორც „საქსტატის“ წინ გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს საპრივატიზაციო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა გიორგი კალანდაძემ განაცხადა, შენობის საწყისი ფასი 3 600 000 დოლარია. „შენობას კარგი ადგილმდებარეობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს. ეს 6 ათას კვადრატულ მეტრამდე საოფისე და სავაჭრო ფართობია საკუთარი სადგომით. დედაქალაქის ბიზნეს და კულტურულ ცენტრთან სიახლოვე ბიზნეს-განვითარების თვალსაზრისით მომავალი მყიდველისათვის საუკეთესო პირობებს წარმოქმნის“, - აღნიშნა მან. განაცხადთა მიღება დღეს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გასტანს. ერთადერთი პირობა ისაა, რომ შენობა მფლობელს ეტაპობრივად გადაეცემა და პროცესი 2011 წლის 1 მაისს დასრულდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_359.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2010, 14:20 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.