საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დელეგაცია მალაიზიაში გაემგზავრება | საქართველოს ამბები | ||
ქართული დელეგაცია მალაიზიაში გაემართება მანდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესის ჩატარებამდე. ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კეთდება ყველაფერი, რათა ქართულმა მხარემ დაკავებულთათვის ადვოკატების დაქირავება შეძლოს. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ მოახერხა მალაიზიის ხელისუფლებებთან ოფიციალური კავშირის დამყარება და საქართველოსათვის მოწოდებულია ამ ქვეყანაში თავისი დელეგაციის გამგზავრების შესაძლებლობა. „დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებისაგან იქნება კომპლექტებული. დელეგაცია ჩავა მალაიზიაში, სადაც იგი შეხვდება როგორც გამომძიებლებს, ისე დაკავებულებს“ - განაცხადა კალანდაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ვინაიდან მალაიზიის კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_357.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2010, 11:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.