ნინო კალანდაძე სეპარატისტების განცხადებას გამოეხმაურა | საქართველოს ამბები | ||
საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველო შეიარაღების შეძენას განაგრძობს. "არავისთვის დამალული ფაქტი არ არის ის, რომ საქართველო შეიარაღების შეძენას განაგრძობს. ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის, ამიტომაც თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის ყველა საჭირო გზას მივმართავთ", - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს და ამით სეპარატისტული ცხინვალის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ისრაელისგან ტანკები შეიძინა. "კონკრეტულად, რა სახის იარაღების შეძენას ვაწარმოებთ, ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია და ამისთვის კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიმართოთ, თუმცა სეპარატისტების ბრალდებაზე მინდა ვთქვა, რომ საქართველო არავისზე, მით უმეტეს, საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ ხალხზე თავდასხმისთვის არ ემზადება", - განმარტა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების მტკიცებით, საქართველომ ისრაელისგან საბრძოლო იარაღები, მათ შორის ტანკები შეიძინა, რითაც "ცხინვალის რეგიონზე მორიგი თავდასხმისთვის ემზადება". წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_356.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 ნოემ. 2010, 10:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.