''ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია'' | საქართველოს ამბები | ||
ცხინვალის მტკიცებით, "ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია". დე ფაქტო სამართალდამცველების ინფორმაციით, "საფრენი აპარატი რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში გუშინ საღამოს დაფიქსირდა". "ჩვენი ვარაუდით, იგი შესაძლოა, ჩვენს ტერიტორიაზე დაზვერვას აწარმოებდა. ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატები სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს არღვევენ. ჩვენ მას ცეცხლი გავუხსენით, რის შემდეგაც საფრენმა აპარატმა რესპუბლიკის ტერიტორია დატოვა", - აცხადებენ დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოები. წყარო - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_355.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 ნოემ. 2010, 10:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.