დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობა | საქართველოს ამბები | ||
პეკინსა და შანჰაის შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელი რკინიგზის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა ორშაბათს, 15 ნოემბერს. როგორც გაზეთ „შენმინ ჟიბაო“-ში წერენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზათა მინისტრმა ლიუ ჩჟიცზიუნმა და პეკინი-შანჰაის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობის კომპანიის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩახრახნეს უკანასკნელი ჭანჭიკი ახალი რკინიგზის რელსში ანჰოის პროვინციის ბენბუს სამხრეთ სადგურზე, რაც ლიანდაგსაგები სამუშაოების დასრულებას ნიშნავს. მაგისტრალის გაყოლებით ელექტრომომარაგების გაყვანა და სადგურთა გაჩერებების აშენებაა დაგეგმილი. გზის საერთო სიგრძემ 1318 კილომეტრი შეადგინა. პეკინი-შანჰაის გზა მაღალჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტის ხაზია, რომელიც ჩინეთის ორ მთავარ ეკონომიკურ ზონას აკავშირებს: ბოჰაის ყურესა და იანცზის დელტას. რკინიგზის მშენებლობა 2008 წლის 18 აპრილს დაიწყო. მოცემული ხაზი პეკინი-შანჰაის მოქმედი შტოს პარალელურად აშენდა. ეს გახდა პირველი გზა, სადაც მატარებელთა მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე საათში 380 კილომეტრს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ორ საბოლოო სადგურს შორის მანძილის დასაფარავად 3 საათი და 38 წუთი იქნება საჭირო. მანამდე ყველაზე ჩქაროსნული გზის სტატუსი უჰანი-გუანჩჟოუს რკინიგზას ეკავა, რომელიც 2009 წლის დეკემბერში გაიხსნა. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_346.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2010, 09:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.