„რახან საქართველომ შეძლო, მთელი კავკასიაც შეძლებს“ - სააკაშვილი | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად ახალი სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები ქმნიან თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რაც არაკეთილმოსურნეთათვის დიდი კოშმარია. როგორც პრეზიდენტმა ყვარელის ტბაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, „ქართველებს გენებში აქვთ სახელმწიფოს შექმნა იმ ტერიტორიაზეც კი, რომელიც არაა ოკუპირებული“. „ეს ჩვენი არაკეთილმოსურნეთათვის უდიდესი კოშმარია. მათთვის ქართველები ყველაზე დამოუკიდებლად მოფიქრალი ხალხია, ქართველები ფსიქოლოგიურად მათი ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფებიან და ქმნიან სახელმწიფოს, რომელიც მათ სახელმწიფოზე უფრო ეფექტური და წარმატებულია. მათ დროებით დაიპყრეს აფხაზეთის პლაჟები, ისინი სხედან კლდეებზე აბსოლუტურად უპერსპექტიულო ცხინვალის რეგიონში. სახელმწიფომ, რომლის არსებობა არასდროს სურდათ, უცებ შექმნა ევროპული ტიპის ეფექტური, არაკორუმპირებული სახელმწიფო, რომელიც მრავალეთიკურ საფუძველზე არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, „რახან ეს საქართველომ შეძლო, მაშინ მთელი კავკასია შეძლებს“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_341.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2010, 15:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.