aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 საქართველო არის ნიმუში ეკონომიკური რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატებისა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინიგის შემდეგ, სადაც საქართველომ მსოფლიოში #1 რეფორმატორის სტატუსი მიიღო, საქართველო გახდა ნიმუში ეკონომიკური რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატებებისა. თან იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქვეყანამ 90-იან წლებში ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის ნგრევა გადიტანა და საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე დევნილია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყვარლის ტბაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.



    "მსოფლიო ბანკმა საქართველო გამოაცხადა მსოფლიოში ყველაზე რეფორმატორ ქვეყანად იმ გამოკითხვის შედეგებით, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. არცერთ სხვა ქვეყანას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია იმდენი რეფორმა, რაც ჩაატარა საქართველომ, არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღწევია იმხელა პროგრესისთვის ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების კუთხით, რაც გააკეთა საქართველომ. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ პირობებში აყენებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრეზიდენტმა. 


    მანვე ქვეყანაზე მოქმედ იმ გარემოებებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის ნგრევაზე 90-იან წლებში და რუსეთის ფაქტორზე. 


    "ჩვენ ვართ ქვაყანა, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის 20% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ეს არის ხალხი, რომლისთვისაც ყოველი პროდუქტის ერთი თეთრით გაძვირება არის მნიშვნელოვანი დარტყმა მათი ოჯახის ბიუჯეტისთვის, ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისათვის და ყოველდღე ფიქრობენ საკუთარი შვილების მომავალზე, თუმცა მე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციამდე სიღარიბე იყო 50%, ახლა ეს არის 20%-ზე ნაკლები და დღეს ყველა ღარიბი არის დაზღვეული და იღებს სიღარიბის შემწეობას. ადრე იყო 50%-იანი სიღარიბე ყოველგვარი შემწეობის და დახმარების გარეშე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ყოფილ ზესახელმწიფოს და რომლის ყოველი მეათე მაცხოვრებელი არის ლტოლვილი, დევნილი, რადგან საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, ქვეყანა, რომელსაც დახვდა წარმოუდგენელი ნგრევა, ინფრასტრუქტურის განადგურება, რომლის ყველაზე უფრო შემოქმედებითმა ნაწილმა ნგრევის ათწლეულის განმავლობაში დატოვა საქართველო", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა. 


    "წელს ჩვენი ეკონომიკა იზრდება 6%-ით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა იბრძვის, რომ ჰქონდეთ რაიმე სახის ზრდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ მოიპოვებს ბუნებრივ რესურსებს, რომელსაც დარჩა მძიმე მემკვიდრეობა. მიუხედავად ამისა, საქართველო პროგრესირებს და ახლა საქართველო არის ნიმუში ეკონომიკური რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატებისა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_338.html
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 15:11 | ახალი ამბები »
 

"საქართველო არის ნიმუში ეკონომიკური რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატებისა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian