ხვალ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში პრეზენტაცია გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
ხვალ, 15 ნოემბერს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე კომპანია ,, Global Star " სასტუმროებისა და რესტორნების კლასიფიკაციასთან ერთად სასტუმრო სახლების კლასიფიკაციის პროექტის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს. ,,Global Star "-ის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო სახლების კლასიფიკაცია დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე. კლასიფიკაციაში ჩამოყალიბებულია 159 მოთხოვნა, რომელიც ეხება, როგორც შენობა-ნაგებობებს და ინფრასტრუქტურას, ასევე სასტუმრო სახლების შიდა მოწყობას და სერვისს. კლასიფიკაცია ითვალისწინებს 1-4-მდე (ვარსკვლავი) კატეგორიას და თითოეული კატეგორიისთვის განსაზღვრულია, როგორც სავალდებულო მოთხოვნები, ასევე კრიტერიუმები დამატებითი ქულების მოსაპოვებლად. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_336.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 12:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.