ილია მეორე: ბევრი პატივსაცემი ადამიანი არსებობს, თუმცა მათ ჩვენთან არ აფასებენ | საქართველოს ამბები | ||
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის თქმით, საქართველოში დღეს ავტორიტეტულ პიროვნებებს ებრძვიან, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ერი სულიერად და ფიზიკურად დასუსტებულია. როგორც დღეს ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაზე უწმინდესმა ბრძანა, არსებობენ ძალიან პატივსაცემი ადამიანები, თუმცა ასეთ ადამიანებს არ აფასებენ. პატრიარქმა მრევლს გონების მუდმივი ვარჯიშისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ქვეყნის და ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება, როგორც კუნთებს სჭირდება ვარჯიში, ისე ადამიანის გონებას სჭირდება ვარჯიში. ამისთვის კი აუცილებელია წიგნის კითხვა, ხშირი ფიქრი ქვეყანაზე, სულიერებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად მეტყველებენ, ვიდრე აზროვნებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მეტყველებენ და ბევრს ფიქრობენ. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ზედაპირული ხდება ყველაფერი. თითქოს დიდი აღმოჩენაა კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა, მაგრამ სინამდვილეში, მას ბევრი ნაკლი აქვს. ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანებმა ნაკლებად იაზროვნონ. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გონება კი, ჩლუნგდება. ადამიანმა თუნდაც ნახევარი საათი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ იფიქროს თავის თავზე, იფიქროს რისთვის არის მოსული ქვეყანაზე”, - ბრძანებს უწმინდესი. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_335.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 12:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.