პატრიარქს მინისტრ შაშკინის ლმობიერების იმედი აქვს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ქადაგებისას საჯარო სკოლების დირექტორების თანამდებობიდან დათხოვნის საკითხს გამოეხმაურა. უწმინდესის თქმით, იგი კარგად იცნობს მინისტრ შაშკინს და დირექტორებთან მიმართებაში მისი ლმობიერების იმედი აქვს. “სასწავლო პროცესი უნდა დაიგეგმოს მეცნიერების და არა ჩინოვნიკების მიერ. ხალხი ამბობს, რამდენიმე დირექტორი გაათავისუფლეს სკოლებიდან. მე კარგად ვიცნობ მინისტრ შაშკინს. ეს არის ლმობიერი და კეთილშობილი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, იგი აუცილებლად დააბრუნებს ამ დირექტორებს სკოლებში,”_ ბრძანა ილია მეორემ. პატრიარქს სკოლებში ზედამხედველებისა და მაკონტროლებლების შეყვანაც აფიქრებს. მისი შეხედულებით, როცა ბავშვები წამოიზრდებიან, ეს აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს. ილია მეორემ განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. პატრიარქის თქმით, ჩვენს ხალხში განათლება გაძლიერდა. 40-ზე მეტი სასწავლებელი ეკლესიის ეგიდით ფუნქციონირებს, მონასტრები კი სულიერებასთან ერთად მეცნიერებასაც ემსახურებიან. “ქართველი ადამიანი არ შეიძლება იყოს განათლების გარეშე. განათლებული ადამიანი პრობლემის ჟამს აუცილებლად ნახავს გამოსავალს, მაშინ, როცა გაუნათლებელი სასოწარკვეთილებაში ჩავარდება,”_ ბრძანა ილია მეორემ. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_334.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 12:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.