ვანო მერაბიშვილი: იუმორის გრძნობის გარეშე პოლიციაში მუშაობა შეუძლებელია | საქართველოს ამბები | ||
ნებისმიერ ადამიანს, მითუმეტეს პოლიციელს, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. ასე მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იტყობინება „GHN“. „მთავარი იუმორის გრძნობაა. მე ამ კრიტერიუმით ვხელმძღვანელობ იმ პირთა მიმართ, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ. თუ ადამიანს იუმორის გრძნობა არა აქვს, ეტყობა, იგი პოლიციაში ვერ იმუშავებს. ჯერ ერთი, ვისაც იუმორი არა აქვს, ისინი, როგორც წესი, ტალანტს მოკლებულნი არიან. მეორეც, კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანს უნდა შეეძლოს, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს“, - თქვა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მინისტრი მიიჩნევს, რომ ადამიანს საკუთარ თავზე გახუმრება უნდა შეეძლოს. „იუმორის გრძნობა საკუთარ თავზე გახუმრების უნარს ნიშნავს. შენ შეგიძლია საკუთარ თავს კრიტიკულად შეხედო. ისინი, ვინც ამ ტალანტს ფლობს, წარმატებული პოლიტიკოსები და კარგი მოქალაქეები არიან“, - თქვა მინისტრმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_333.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2010, 12:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.