სომხეთს მაგისტრალური გაზსადენის საქართველოზე გამავალი მონაკვეთის შესყიდვა სურს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სომხეთი მაგისტრალური გაზსადენის საქართველოზე გამავალი მონაკვეთის შესასყიდად მზად არის,—იუწყება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი”. ლაპარაკია იმ მონაკვეთზე, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება. წყაროს ცნობით, ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის განცხადების შეფასებისას გააკეთა. კერძოდ, აბდულაევის განცხადებით, აზერბაიჯანი აღნიშნული მონაკვეთის გაკონტროლებას აპირებს. “სომხეთს შეუძლია, საკუთარ თავს ამ ობიექტის შესყიდვის უფლება მისცეს. 11 თვის განმავლობაში ქვეყნიდან ნახევარი მილიარდი დოლარის გადინება მოხდა. აღნიშნული თანხის ნახევრიც კი საკმარისი იქნებოდა იმ ობიექტის შესაძენად, რომელიც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა”,—აღნიშნა გრანტ ბაგრატიანმა. ერევნის ყოფილი მერის, ექსპერტ ვააგნ ხაჩატრიანის მოსაზრებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის მონაკვეთის შესყიდვის შემთხვევაში სომხეთს საფრთხე არ შეექმნება, რადგან გაზსადენს საბოლოოდ მაინც რუსული კომპანია “გაზპრომი” მართავს. თუმცა, ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებისას “სომხეთის გაზმომარაგებისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე ყოველდღიური აფეთქებები გარანტირებული იქნება”. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 6 ივლისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მაგისტრალური გაზსადენი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღებულია და შესაძლოა, პრივატიზებას დაექვემდებაროს. საქართველოს ხელისუფლების მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით კი, მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა 5 წლით, 2011 წლის აპრილამდე, შეჩერებულია. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_332.html
| |||
განათავსა - teo- | 14 ნოემ. 2010, 12:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.