დავით ბაქრაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვარშავაში გაემგზავრა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა, სადაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. სესიის მონაწილეები საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუციის მიღებას აპირებენ, რომლის წინასწარი მონახაზი უკვე შექმნილია. იმის თქმის საფუძველი არსებობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი დოკუმენტი იქნება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოზე მიუღიათ. ამიტომაც სესიაზე მისაღები რეზოლუცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემი გამოსვლაც და მისი თანმდევი დებატებიც იმის ფონს შექმნის, რომ სესიაზე საქართველოს საკითხი ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა გახდეს”,—აღნიშნა დავით ბაქრაძემ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 12 გაიხსნა და მასში საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც მონაწილეობს. ქართული დელეგაცია ვარშავაში 11 ნოემბერს გაემგზავრა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში პარტნიორი ქვეყნების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. სესია 16 ნოემბერს დაიხურება. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_331.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 10:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.