იემენის სამხედროებმა "ალ-ქაიდას" 26 მერძოლი მოკლეს | მსოფლიოს ამბები | ||
იემენის სამხედროებმა "ალ-ქაიდას" 26 მებრძოლის ლიკვიდაციისა და 38 მებრძოლის დაჭრის შესახებ გაავრცელეს ინფრომაცია, იუწყება Associated Press. იემენის არმიამ ქვეყნის სამხრეთით, ოპრაციის განხორციელებისას 10 სამხედრო პირი დაკარგა, ხოლო 30 კი დაიჭრა. Reuters-ის მონაცემებით, შეტაკება ქალაქ ზინჟიბარიდან არც ისე შორს მოხდა, სადაც მთავრობის არმია , 2011 წლის მარტიდან ცდილობს რაიონზე კონტროლის დამყარებას, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. ამის გარდა, 28 აგვისტოს ორმა სამხედრო თვითმფრინავმა იგივე რაიონი დაბომბა. "ალ-ქაიდას" დანაკარგის ზუსტი ოდენობა უცნობია. იემენის მთავრობამ კონტროლი დაკაგარა ქვეყნის რამოდენიმე პროვინციაზე, რის შედეგადაც იქ რამოდენიმე თვის განმავლობაში არეულობა იყო. იემენში, აჯანყება , 2011 წლის იანვრის ბოლოსთვის დაიწყო, როდესაც ათასობით ადამიანმა პრეზიდენტის ალი აბდულ სალეხას გადადგომა მოითხოვა, რომელსაც ეს პოსტი 1978 წლიდან უჭირავს. რამოდენიმე თვიანი შეტაკებების შემდეგ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა. ივლისის დასაწყისში მეამბოხეებმა დედაქალაქ სანში პრეზიდენტის სასახლეს გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც დაჭრილი პრეზიდენტი ალი აბდულა ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო მისი უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს აბდურაბ მანსურ ხადის მიენიჭა. ივნისის ბოლოს იემენის ხელიუსფლებამ აღიარა, რომ ქვეყნის ხუთ პროვინციაზე კონტროლი დაკარგა. კონკრეტულად ვის ხელში გადავიდა პროვინციების მართვთველობა , დაუდგენელია. ამავდრულად, მთავრობა აცხადებს, რომ რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებასთან "ალ-ქაიდასთან ბრძოლას აწარმოებს, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3281.html
| |||
განათავსა - consul | 29 აგვ. 2011, 23:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.