საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი ქვეყანა საქართველოა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მოსახლეობისთვის საქართველო ყველაზე სასურველი ქვეყანად საქართველოს სახელდება. მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ რესპონდენტების 68%-მა პირველ რიგში საქართველო დაასახელა. უმრავლესობისთვის ყველაზე სასურველი სწორედ მათი სამშობლოა. შემდეგ მოდის იტალია და საფრანგეთი, რომელიც უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ცხოვრებას გამოკითხულთა მხოლოდ 3% ისურვებდა, რუსეთში ცხოვრების მსურველთა რაოდენობამ კი ერთი პროცენტიც არ შეადგინა. საინტერესოა, რომ თავად რუსეთში სუპერჯობ.რუ-ს მიერ სექტებმერში გამოკითხული 1000 რესპონდენტიდან 73% დაუყოვნებლივ დატოვებდა თავის ქვეყანას ამის შესაძლებლობა რომ ქონდეს. 2010 წლის ოქტომბერში გამოიკითხა თბილისისა და რეგიონების 1200 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 2,9%. შეგახსენებთ, რომ "ეისითი" 2002 წელს დაარსდა, როგორც მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია. სწორი ბიზნესხედვის, ნიჭიერი და პროფესიონალი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის წყალობით კომპანიამ სწრაფად მოიპოვა მაღალი რეპუტაცია და ლიდერის პოზიცია ქართულ ბაზარზე. დღეს "ეისითი" მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის მოწინავე კომპანიაა, რომელიც უმაღლესი ხარისხის კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებებს სთავაზობს საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. როგორც საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ევროპის საზოგადოების წევრი, "ეისითი" იცავს მარკეტინგული და სოციალური კვლევების კოდექსს და თავის საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_328.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 10:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.