რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ''რთულია'' | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის პრეზიდეტი ბარაკ ობამა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას "რთულს" უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ბარამ ობამამ რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პოზიციას რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "რთული" უწოდა. "არსებული საკითხებიდან რჩება მხოლოდ ეს, სხვა ტექნიკური ხასიათისაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ძალიან დიდია. უბრალოდ საჭიროა მუშაობა", _ განაცხადა დვორკოვიჩმა. დვორკოვიჩის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებლად რჩება საქართველოს მიერ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ბლოკირება, მოსკოვს შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტაში აშშ-სა და ევროპის იმედი ჰქონდეს. "პრობლემა ჯერ რჩება. მაგრამ ყველანი, ვინც ვმო-ში ჩვენი გაწევრიანებით დაინტერესებულნი არიან, დაგვეხმარებიან, მათ შორის აშშ და ევროპელები", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იკოჰამაში დიმიტრი მედევედევისა და ბარაკ ობამას შეხვედრის დასრულების შემდეგ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_326.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 09:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.