მერაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს იურისდიქციას დაბრუნდება | საქართველოს ამბები | ||
დროთა განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებს სხვა გამოსავალი არ დარჩებათ, გარდა საქართველოსთან შემოერთებისა. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, როდესაც პასუხობდა კითხვაზე, დაბრუნება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. „მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს; ქვეყანამ, რომელიც ვითარდება, ქვეყანამ, რომელიც თავისუფალია, ქვეყანამ, სადაც ხალხს პოლიცია მაინც უყვარს, გამორიცხულია, ისეთ ადამიანებთან წააგოს, სადაც მძვინვარებს კორუფცია, სადაც არ იცავენ ადამიანის უფლებებს, სადაც არაა თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი გადაადგილება და საიდანაც გარბიან სამხედრო მსახურები და ჩვენს ტერიტორიაზე თავშესაფარს ითხოვენ. გრძელვადინ პერსპექტივაში ამ რეგიონებს სხვა გამოსავალი არ ექნებათ, გარდა საქართველოსთან შემოერთებისა“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_323.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2010, 09:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.