საქართველოში ნიკო ფიროსმანის პატივსაცემად დღესასწაული ტარდება | საქართველოს ამბები | ||
დღეს მირზაანში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული „ფიროსმანობა“. ამის შესახებ „GHN“ იტყობინება. აქ დღეს გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიებები ფოლკლორულ კოლექტივთა მონაწილეობით და ხელით ნამუშევარი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ამას გარდა, ორგანიზატორთა თქმით გაისხნება გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები კერძო კოლექციიდან. „გამოფენა საინტერესო იქნება. ჩვენ შევძლებთ ფიროსმანის ნამუშევრის - ალექსანდრე ყაზბეგის პორტრეტის, ავტოპორტრეტებისა და სხვათა ნახვას“, - თქვა სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძგარაშვილმა. ქართველი თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანი 1862 წელს დაიბადა. მან ტრაგიკული ცხოვრება განვლო და ღარიბად და უცნობად გარდაიცვალა. დიდი დროის განმავლობაში მისი შემოქმედება მწვავე დავებსა და საწინააღმდეგო შეფასებებს იწვევდა. ერთნი მთლიანად უარყოფდნენ ფიროსმანის ფერწერას, სხვანი კი მას გენიალურად მიიჩნევენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_322.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2010, 09:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.