მალაიზიაში დაკავებულ ორი ქართველი ქალის უფლებებს ადვოკატი ჯერალდ ჰარეირა დაიცავს | საქართველოს ამბები | ||
მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის უფლებებს, სავარაუდოდ, ადგილობრივი ადვოკატი ჯერალდ ჰერეირა დაიცავს. როგორც ადვოკატმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ოფიციალური ადვოკატი ჯერჯერობით არ არის. მისი თქმით, მას ბევრ მსგავს საქმეზე უმუშავია და იგი უკვე ესაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს კონტრაქტის პირობებზე. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბაბუცა გორდაძის მეუღლის, ელდარ დავითიანის ჩვენებას მალაიზიური სასამართლო ჯერ არ გაცნობია და ქართული გამოძიების მასალები უცნობია. "ნებისმიერი ახალი მტკიცებულება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და ქართველი ქალბატონების დაცვისას ძალიან დაგვეხმაროს. მალაიზიაში არ არის ინფორმაცია საქართველოში დაკავებული პიროვნების დაკავების შესახებ. ამიტომ არ ვიცი, რა კავშირი აქვს ბრალდებულ გორდაძეს ქმრის საქმიანობასთან. ეს ყველაფერი სასამართლოში რომ წარვადგინო, დოკუმენტურად უნდა მქონდეს გაფორმებული~, _ აცხადებს მალააზიელი ადვოკატი ჯერალდ ჰერეირა. 26 წლის ბაბუცა გორდაძე და 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში ოქტომბრის ბოლოს, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. ბაბუცა გორდაძის მეუღლემ, ელდარ დავითიანმა ქართველ სამართალდამცავებს ჩვენება უკვე მისცა და დანაშაული თავის თავზე აიღო. ჯერალდ ჰერეირას ინფორმაციით, თუ გორდაძესა და კოხტაშვილს დანაშაული დაუმტკიცდათ, მათ მალაიზიაში ჩამოხრჩობა ელით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_320.html
| |||
განათავსა - Legatuss | 14 ნოემ. 2010, 09:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.