საქართველოს შსს ახალ კომპიუტერულ თამაშს ქმნის | საქართველოს ამბები | ||
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ კომპიუტერული თამაშს ქმნის. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ახალი თამაშის მთავარი გმირი პოლიციელი იქნება. "როგორც წესი, ასეთი თამაშების მთავარი გმირები არიან მაფიოზები კრიმინალები და ხოცავენ პოლიციელებს, ტეხავენ ბანკებს და ა.შ. მაგრამ ჩვენ გადავწვიტეთ ეს შევცვალოთ და მთავარი გმირი იქნება პოლიციელი, რომელიც კი არ ხოცავს მათ, არამედ მათ წინააღმდეგ ახორციელებს კანონით განსაზღვრულ ნორმებს", _ განაცხადა მერაბიშვილმა. თამაშის მიხედვით, რაც უფრო წარმატებულად იქცევა მთავარი გმირი, ანუ აპატიმრებს, ატარებს გამოძიებას და სხვადასხვა ოპერაციებს ატარებს, მითYუფრო მისი დონე იზრდება და მეტ ქულებს აგროვებს. "ეს იქნება პირველი ქართული სერიოზული კომპიუტერული თამაში, რომელსაც ერქმევა "პოლიცია". მას ექნება ინგლისური ვერსიაც. იქნება უფასო და თავისუფლად გავრცელდება მთელს მსოფლიოში", - აღნიშნა მერაბიშვილმა. მისი თქმით, თამაშში იქნება რუსი ჯაშუშების გამოვლენაც. "ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველა ქმედება განხორციელებული იქნება რეალურ თბილისის და არა მარტო თბილისი, ბათუმის ქუჩებსა და შენობებში. რეალურ შენობაში და რეალურ გარემოში", _ განმარტა მინისტრმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_319.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 20:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.