თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თავისუფალი დემოკრატები" 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ბიუჯეტის მიმართ ამგვარი მიდგომა მთავრობის მიერ საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა, ირაკლი ჩიქოვანმა და დავით ონოფრიშვილმა განაცხადეს, მომავალ წელს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებული სამედიცინო მომსახურება, ამ კონტინგენტისთვის არ დაფინანსდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციური ონკოლოგიური და გულის დაავადებათა მკურნალობა. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ისეთი პროექტების დაფინანსებას როგორიცაა „ქართული ენის პროგრამა", „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა". მისი განცხადებით, გაუქმდა პროგრამები "საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების" და „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში". მისივე თქმით, კვლავ გაუმჭვირვალეა 900 მილიონი ე.წ სხვა ხარჯები. წყარო - internet.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_316.html
| |||
განათავსა - teo- | 13 ნოემ. 2010, 20:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.