ლევან ვეფხვაძე: 2011 წლის ბიუჯეტი არის ნაციონალური მოძრაობის დაპირებების არშესრუ | საქართველოს ამბები | ||
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის "ნაციონალური მოძრაობის" დაპირებების არშესრულების დოკუმენტი. ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. "წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას დაჰპირდა, ამისთვის კი საჭიროა 600 მილიონი ლარი. ეს 2011 წლის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. 2012-14 წლის ბიუჯეტშიც კი პენსიის ზრდისთვის 100 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული", - აღნიშნა ვეფხვაძემ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივა, რომ სოციალურად დაუცველი ფენების შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელობის შესყიდვა დაეფინანსებინა. "კარგია, რომ პირველკლასელებს კომპიუტერებს ურიგებთ, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ეს, მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმძღვანელობის ყიდვის საშუალება არა აქვთ", - აღნიშნა ვეფხვაძემ. წყარო - rus.ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_311.html
| |||
განათავსა - teo- | 13 ნოემ. 2010, 14:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.