ჩეხეთმა მკვლელობისათვის ძებნილის გაცემაში საქართველოს უარი უთხრა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნადირაძე არ იქნება დეპორტირებული სამშობლოში, სადაც მანამდე მას მკვლელობისათვის 15 წლის სასჯელი მიუსაჯეს. ამის შესახებ „Пражский экспресс“ იტყობინება. ასეთია ჩეხეთის კონსტიტუციური სასამართლოს ვერდიქტი, რომელმაც ჩეხეთის სასამრთლოების გადაწყვეტილებები საქართველოსათვის ნადირაძის გაცემის თაობაზე არაკონსტიტუციურად აღიარა. ადვოკატის იან ჟიჟლავსკის თქმით, ქართული მხარე აქტიურად მოითხოვდა ჩეხებისაგან მისი კლიენტის დეპორტაციას. 2009 წლის 9 ნოემბერს ბრნოს სასამართლომ საქართველოსთვის ნადირაძის გაცემა დაადგინა. ჩეხეთში ზურაბ ნადირაძე უკვე 13 წელი იმყოფება. საქართველო მის დეპორტაციას 8 წლის განმავლობაში ცდილობს. ნადირაძე ამტკიცებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია, ხოლო საქართველოში სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ელფერს ატარებდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_308.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2010, 12:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.