რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეო ნესტერენკომ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან იმის გამო, რომ იქ თბილისის ნების გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ეძლევიან", - განაცხადა ნესტერენკომ. მისივე თქმით, გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, საქართველოში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე სოხუმი ან ცხინვალი მოინახულეს, მსხვილ ფულად ჯარიმებს აკისრებენ და ხშირად ციხეში სხვამენ კიდეც. "ყოველივე ეს კეთდება ე.წ. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის საფუძველზე, რომელმაც, სხვათაშორის, საკმაოდ მრავალი შენიშვნა მიიღო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მხრიდან. მსგავსი პრაქტიკის მიზანი ცხადია: საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირი გაუწყვიტოს", - განმარტა ნესტერენკომ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ "რუსები დღევანდელ საქართველოში სისტემატურად ხდებიან თავგასულობის მსხვერპლი, იმის მიუხედავადაც კი, იყვნენ ისინი ოდესმე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თუ არა". წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_307.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 12:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.