aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 მიხეილ სააკაშვილმა 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
    საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში იმყოფება. ქვეყნის პირველმა პირმა "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" ე. წ. "ფიჭვნარის ტერიტორიაზე", 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. იქამდე კი, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა.



    "ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს - იმას, რაზეც შევთანხმდით რამდენიმე კვირის წინ. აქ დღეს დაიწყება 20 ახალი სასტუმროს მშენებლობა, ამ ეტაპზე კი 12-ის", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მთავრობა ასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც მან ინვესტორ კომპანიებს მისცა. 


    "ჩვენ შევასრულე ჩვენი დაპირება - საქართველოს პარლამენტი იღებს ვალდებულებას, რომ აქ მშენებარე სასტუმროები გათავისუფლდეს რიგი გადასახადებისგან. ჩვენ გადმოგეცით მიწები საკუთრებაში უფასოდ და გაძლევთ წინ პლაჟის მონაკვეთს, რადგან ყველა სასდტუმრო გავიდეს წყალზე", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა. 


    შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომოსიამ უკვე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც თვის ბოლომდე 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უნდა დაიწყონ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმ კომპანიებისა და მეწარმეების ნუსხას უკვე გამოაქვეყნა, რომლებმაც "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" 15 სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენონ.


    უკვე ცნობილია, რომ ქობულეთში, ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტმროებს ააშენებენ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. "ცქიფო", შ.პ.ს. "ოქროს სტანდარტი", გოგი გოგიტიძე, ნუგზარ გამყრელიძე, გრიგოლ გაფრინდაშვილი, ს/ს "პლატინიუმ რეალ ისთეითი", სს "რუსადჯ" (რუსეთი მოსკოვის ოლქი ქ. პოდოლსკი) და "Eშჩო-ჩონცერნ" ჩჟშჩ" (სომხეთი, ერევანი).


    იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" მშენებლობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანის შესაძლებლობა ისევ ეძლევათ, რადგანაც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტლებით განაცხადების შეტანის ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.


    შეგახსენებთ, რომ ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.


    პროექტის თანახმად, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს.


    ასევე, განსაზღვრულია, სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_305.html
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 11:01 | ახალი ამბები »
 

"მიხეილ სააკაშვილმა 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 ნოემბერი 2024
  • English Georgian